ისტორია

 

”ნაძალადევი”- ჩვენი  დედქალაქის   ერთ-ერთი   ძირძველი უბანი.. მე-19  საუკუნის  90-იანი  წლებიდან  ითვლის  თეატრის  დაარსების  ისტორიას, რომლის  სულის  ჩამდგმელი  და  დამფუძვნებელი  ცნობილი  ქართველი  მამულიშვილი, გრიგოლ  ჩარკვიანი  გახლდათ. თეატრის  დასის  წევრები  იყვნენე:  მაკო  საფაროვა,  ლადო  მესხიშვილი, ვასო  აბაშიძე, აკაკი  ხორავა, გრიგოლ  კოსტავა, აკაკი  ვასაძე, თამარ  ციციშვილი, მარეხ  გოძიაშვილი და სხვები.

ამ  ბუმბერაზ მსახიობებთან  ერთად  სცენაზე  დიდ  სიყვარულსა  და  პროფესიონალიზმს  აფრქვევდნენ  ორთქმავალშემკეთებელი  სახელოსნოების   მუშათა კლასის  წარმომადგენლები და სცენის  მოყვარული  ადგილობრივი  მოსახლეობა. მუშათა  თეატრის  ჩამოყალიბებამ   სერიეზული  და  გადამწყვეტი  როლი  ითამაშა  ქართული  თეატრის  კულტურის   განვითარებაში.თეატრს  დიდ დახმარებას  უწვდნენ  მწერლები: ავქსენტი  ცაგარელი, ნინო  ნაკაშიძე, შალვა  დადიანი,ანტონ  ფურცელაძე  და  სხვები…

ამ  პერიოდში  ნაძალადევში  ზაქარია  ფალიაშვილმა  მომღერალთა  გუნდი  ჩამოაყალიბა. სათავეში  ჩაუდგა  და  კონცერტების  გამართვა  დაიწყო

1920 წელს გაფართოვდა  შენობა, სადაც  საინტერესო  ცხოვრება  დაიწყო,  როგორც  ქართულმა, ასევე ოსურმა (რეჟ. ნ.ჯიოევა) და  რუსულმა (რეჟ .ს. დრაგო) თეატრებმა. გრიგოლ  კოსტავას  თაოსნობით  თეატრში  მოწვეული  იყვნენ: შაქრო  და  ალქსანდრე  გომელაურები,  აკაკი  კვანატალიანი, სანდრო  ჟორჟოლიანი,  სესილია  თაყაიშვილი, სესილია  წუწუნავა, შოთა  ჯაფარიძე,  თამარ  ციციშვილი,  მედეა  ჯაფარიძე და  სხვები... სპექტაკლებს  ხშირად  ესწრებოდნენ: ილია  ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე  მაჩაბელი  და  სხვები... საქართველოში  პირველი ლიტერატურული  წრე ნაძალადევის  თეატრის  სცენაზე  შეიქმნა, რომელსაც  ხშირად  სტუმრობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი  ლეონიძე, იოსებ  გრიშაშვილი,  სიმონ  ჩიქოვანი,  მიხეილ  ჯავახიშვილმა  კი--”არსენა  მარაბდელი”  პირველად  ამ  წრეში  წაიკითხა.

ცნობილი  მოცეკვავისა და ქორეოგრაფის  ალექსი  ალექსიძის  ხელმძღვანელობით,  საფუძველი  ჩაეყარა ქართულ-ხალხურ  ქორეოგრაფიას. ალექსანდრე  კარგ  მოცეკვავეებთან  ერთად  კარგ  ქორეოგრაფებსაც  ზრდიდა. მისი  აღზრდილები  არიან: ილიკო სუხიშვილი, ჯანო  ბაგრატიონი, კოსტა  და  გრიშა  ჩივაძეები, შურა  ჩახავა, დიმიტრი  მანტკავა, მიხეილ  ბახტაძე  და  სხვები. ამ  შენობაში  ფეხი  აიდგეს: ფრიდონ  სულაბერიძემ, ჯემალ  ნავროზაშვილმა, ავთანდილ  ფუხაშვილმა, ნოდარ  ჯანიაშვილმა, ალექსი  ნიკოლაძემ და  ბეჟან  სურმავამ.

Photo Gallery


 
გამოიწერე სიახლეები




გამოწერა

სიახლეების გამოწერის შემთხვევაში თქვენ პერნამენტულად დაგეგზავნებათ ყველა მიმდინარე სიახლე და აფიშა.

    საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ც.დადიანის №26;
Zip-Code: 0104;
Tel: ( +995 32 ) 2 31 10 06;
Mob: ( +996 591 ) 18 88 22;       E_Mail: tbilisiarthall@mail.ru

web: www.tbilisiarthall.ge

 


მოგვძებნე სოციალურ მედიაში


     
| ჩვენს შესახებ|რესტორანი|დარბაზი|სასტუმრო|კონტაქტი|